ტექნოლოგიური მიღწევების თვალისმომჭრელ შოუზე ცხადი გახდა, რომ მომავალი ბევრად დიდ, უკეთესი ხარისხის და უფრო კომუნიკაბელურ ტექნოლოგიებს ეკუთვნის
2013 წლის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის ათასობით მსურველს ლას ვეგასის საგამოფენო დარბაზში სამგანზომილებიანი ტექნოლოგია, კიდევ უფრო დიდი ტელევიზორები და რკალივით მოხრილი ეკრანები დახვდა. პიტ ჰოლენჰორსტი კომპანია ელ-ჯიდან მოხრილ ეკრანს ამჯობინებს.
„ნებისმიერი გამრუდება გამორიცხულია. ორივე თვალით 180 გრადუსით ხედავ, ისევე, როგორც რეალობაში“.
ე.წ. ტაბლეტ-კომპიუტერებიც გაიზარდა. კომპანია ლენოვო საოჯახო სათამაშო დაფას გვთავაზობს. ეკრანები უჩვეულოდ პლასტიური და ფურცელივით ელასტიური ხდება.
გამოსახულების ხარისხთან ერთად საიმედოობაც იზრდება, ამბობს კიპ ვოლსი პანასონიკიდან.
“ორი მეტრიდან მყარ იატაკზე დავარდნას უძლებს და შხაპის მიღების დროსაც მოიხმართ“.
საბოლოო ჯამში, ტექნოლოგია მოსახერხებელი უნდა იყოს და კომუნიკაბელური, ამბობს ქეთი კრაუსი ელ-ჯიდან.
“მომხმარებელს ლიმიტები უნდა მოვუხსნათ. ტელეფონით ხომ ადრე სრულიად წარმოუდგენელ რამეებს ვაკეთებთ“.
სამზარეულოშიც კი, მაცივარს შეუძლია ტელეფონზე საყიდლების სია მოგვწეროს, გვაცნობოს სეილებზე, დაგეგმოს სადილი და ღუმელიც კი ჩართოს. თუკი სწრაფად კვების მავნე ჩვევა გაქვთ, ფილიპ მონტიერო, კომპანიიდან ჰაპი ლაბს, გამოსავალს გვთავაზობს. ჰაპის ჩანგალი თქვენს ტელეფონს ატყობინებს, რომ ძალიან სწრაფად და შესაბამისად, ბევრს მიირთმევთ.
“ხომ იცით, რაც უფრო ნელა სადილობთ, ნაკლებსაც მიირთმევთ. თავის ტვინს მესიჯის გაგზავნისთვის დრო სჭირდება, ორგანიზმს რომ შეატყობინოს - დავნაყრდიო“.
კომპანია გეოპალსის წარმომადგენელი ზან ოლერი მშობლებს ბავშვების ფიზიკური აქტივობის მაკონტროლებელ ხელსაწყოს აცნობს, რომელიც ასევე ტელეფონს უკავშირდება.
“თამაგოჩის სათამაშოსავითაა. რაც მეტს მოძრაობ, პერსონაჟს ენერგია ემატება და მეტი რაღაცეების კეთება შეუძლია“.
და როგორ იმოქმედებს ეს ურთიერთდაკავშირებული ტექნოლოგია ჩვენზე?
ეს ხელსაწყო თავის ტვინის ელექტროსიგნალებს კითხულობს, თურმე. ასე რომ ამისთვისაც არსებობს საყოფაცხოვრებო ტექნიკა.