მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე ფასების მცირედი მატება დაფიქსირდა
როგორც მოგახსენეთ , დღეს ამერიკის მთავრობა კონგრესში შეუთანხმებლობის გამო ნაწილობრივ დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, ეს პროცესი რამდენი ხანს გაგრძელდება, ექსპერტების გამოთვლით, ქვეყნის ეკონომიკა ერთი კვირის განმავლობაში სავარაუდოდ ერთი მილიარდი დოლარით დაზარალდება.
საინტერესოა, რა ზეგავლენას მოახდენს ამერიკის მთავრობის დახურვა მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე. როგორც სიენენის არხის აფასებს, ნიუ იორკის ფინანსურ ბაზარზე ფასების მცირედი მატებაა. ფასების მცირედი და შერეული მატებაა აზიის ფინანსურ ბაზრებზეც. ნაკლებად შესამჩნევი ცვლილებებია ევროპულ ფინანსურ მარკეტებზე. რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მისმა ფასმა მსოფლიოს სხვა ვალუტასთან შედარებით უმნიშვნელოდ დაიკლო.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკის მთავრობის დახურვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას სერიოზულ დარტყმას ვერ მიაყენებს, თუმცა თუ დახურვის პროცესი რამდენიმე დღე გასტანს, შედეგები ბევრად უფრო დრამატული იქნება.