ტერორისტული აქტი დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. განცხადება ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმაც გააკეთეს
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. კვირას გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, მთავრობა სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და „ნებისმიერი სახის ტერორიზმთან ბრძოლაში“ რუს ხალხს სოლიდარობას და თანადგომას პირდება.
აფეთქებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურენ. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით „საქართველოს მთავრობა გმობს ტერორიზმს, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც საზღვრები, და მზად არის მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ - 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ მოვლენასთან“.
პრეზიდენტი მარგველაშვილი მომხდარი ფაქტის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს. ის ტერორიზმს „თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანურ მოვლენას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი მას ერთმნიშვნელოვნად გმობს. რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ მიერ გავრცელებულ დაღუპულთა სიებში ქართველი ანზორ ქარჩაიძეც არის.