ვირჯინიაში, კოლორადოში, ფლორიდასა და ოჰაიოში რომნის და ობამას თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. არჩევნები სამშაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება.
პრეზიდენტ კლინტონს ხმა ჩახლეჩილი აქვს წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ლაპარაკის გამო.
ერთ-ერთ გამოსვლაში მან ხუმრობით თქვა, რომ „საკუთარი პრეზიდენტის სამსახურს ხმაც კი შესწირა.“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ბრისტოუში, რომელიც ვაშინგტონიდან 50 კილომეტრითაა მოშორებული, ამომრჩეველს კლინტონმა და ობამამ ერთად მიმართეს. ვირჯინია ერთ-ერთი მერყევი შტატია, რომელმაც შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.
მიტ რომნი ასევე აქტიურად აგრძელებს წინასაარცევნო კამპანიას. ის დღის განმავლობაში რამდენიმე ქალაქში მართავს შეხვედრებს ამომრჩევლებთან.
ვირჯინიაში, კოლორადოში, ფლორიდასა და ოჰაიოში რომნის და ობამას თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ.