ექსპერტები სიღარიბის მზარდ მაჩვენებელს უმუშევრობის მწვავე პრობლემას უკავშირებენ
ამერიკის აღწერის სახელმწიფო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, 2011 წლის განმავლობაში ამერიკის მოსახლეობის 15 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობდა. აღნიშნული სახელმწიფო უწყება ღარიბს უწოდებს ოთხკაციან ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც წელიწადში კოლექტიურად 23,000 დოლარის შემოსავალი აქვთ. საშუალოდ, ამერიკელების ხელფასი 50,000 დოლარია წლიურად.
ვაშინგტონში დაფუძნებული ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, რონ ჰასკინსი არსებულ სიღარიბეს უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს აბრალებს. უმუშევრობა შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით 2008-2009 წლებში გაიზარდა, როდესაც ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. უმუშევრობის პრობლემა დღესაც იზრდება.
ჰასკინსის თქმით, ეკონომიკურ გაჯანსაღებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ, და შესაბამისად, დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.
ქეითსაც კი, რომელმაც მისი გვარის დასახელებაზე თავის შეკავება გვთხოვა, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა რომ სამსახური არ დაუკარგავს, ფინანსურად ძალიან უჭირს.
„არ ვიცი რას ვიზამთ მომავალში. უბრალოდ არ ვიცი. ვცხოვრობთ დღიდან დღემდე. ეს არის მძიმე რეალობა.“
იგი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ვაშინგტონთან ახლოს ცხოვრობს. პროფესიით მიმტანია. მეუღლე ერთ დროს რესტორნის მენეჯერი იყო. სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მას ხერხემალი დაუზიანდა და ტვინის შერყევა მიიღო. ახლა იგი უმუშევრობის კომპენსაციას იღებს სახელმწიფოსგან. ეს არის ერთგვარი სადაზღვევო პოლისი იმ ხალხისთვის, რომელბიც პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ. განსხვავება ის არის, რომ ახლა ეს ადამიანი ხელფასის მხოლოდ 60 პროცენტს იღებს.
თავად ქეითს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს. მაგრამ თვითონ უნდა გადაიხადოს უდიდესი ნაწილი. დღესდღეობით, ათობით მილიონი ამერიკელი სწორედ სამსახურებიდან ორგანიზებულ სამედიცინო დაზღვევაზეა დამოკიდებული. თანამშრომლების მიერ გადახდილი წილი, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულია.
აღწერის ბიუროს ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ დაზღვევის გარეშე მყოფ ამერიკელა რაოდნეობა მცირედით დაეცა. ეს ციფრი ახლა 49 მილიონს აღწევს.
სამედიცინო მომსახურებისთვის მოთხოვნილი მზარდი ხარჯები ჯანდაცვის საკითხს ამერიკული საზოგადოების ყველაზე წინააღმდეგობრივ თემად აქცევს.
ამერიკელთა უკვე შეჭირვებული ნაწილი აღირებს, რომ სიტუაცია, გამორიცხული არ არის რთულიდან სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მივიდეს თუკი მათ ჯანდაცვის დაზღვევის მიღების საშუალება არ ექნებათ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ობამას მიერ 2012 წელს ხელმოწერილი ჯანდაცვის რეფორმის კანონმდებლობა არაერთ სიახლეს სთავაზობს ამერიკის საზოგადოებას. კანონმდებლობის კონსტიტუციურობა უკვე დაამტკიცა უზენაესმა სასამართლომ. ცვლილებების გატარება ეტაპობრივად დაიწყება და მოიცავს ჯანდაცვის მოხელეების, სადაზღვევო კომპანიებისა თუ ინდივიდუალური მოქალაქეების მიერ აღებულ ვალდებულებებს.
რამდენიმე უშუალო და წარმატებულ ინოვაციად ამ კანონმდებლობაში ითვლება ის ფაქტი, რომ ამერიკელების დიდი უმრავლესობა სადაზღვევო პოლისით იქნება უზრუნველყოფილი და ამასთან, გამარტივებული პირობებით: კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს საშუალება აღარ ექნება, ადამიანებს უარი უთხრან ჯანდაცვის პაკეტზე, თუ მათ უკვე აწუხებთ ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემა.