ამერიკის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი ნიგერიაში გაემგზავრა

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკა ყოველ ღონეს იხმარს, რათა ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლეები ოჯახებს დაუბრუნდნენ
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკა ყოველ ღონეს იხმარს, რომ ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლეები ოჯახებს დაუბრუნდეს. 276 გოგონას გატაცება თავის თავზე სამხედრო დაჯგუფება ბოკო ჰარამმა აიღო.

ჯონ კერის განცხადებით, შეერთებული შტატების სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი ნიგერიაში გაემგზავრა და ქვეყნის ხელისუფლებას დახმარებას კომუნიკაციებში, ლოჯისტიკაში და დაზვერვის ინფორმაციაში გაუწევს.

ნიგერიას გატაცებული გოგონების დაბრუნების საქმეში დახმარებას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც გაუწევენ. ლონდონი - სატელიტური იმიჯებით უზრუნველყოფას, პარიზი კი უშიშროების აგენტებით დახმარებას პირდება. გოგონები სკოლიდან 14 აპრილს ნიგერიის ქალაქ ჩიბოკში გაიტაცეს. რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ უმრავლესობის, 276 ბავშვის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.