მისიის აქტიური მუშაობის მიუხედავად, აფეთქებების ხმა დღეს საზღვრის ორივე მხრიდან ისმოდა
ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისრაელის ხალხს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, ღაზელების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და რეგიონში მშვიდობის გარანტიები შეიქმნას. სახელმწიფო მდივანი დიპლომატიური მისიით რეგიონში იმყოფება და დაპირისპირებული მხარეების ლიდერებს ხვდება.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ტერორისტულ აქტს და თანაგრძნობას უცხადებს ისრაელის დაზარალებული მოქალაქეების ოჯახებს,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა თელ ავივში მომხდარი ავტობუსის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, რომლის გამოც 10 ადამიანი დაშავდა. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აფეთქებას „ტერორისტული თავდასხმის“ კვალიფიკაცია მისცეს.
რეგიონში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი. ის ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა და დაპირისპირებულ მხარეებს სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
დიპლომატიური მისიის აქტიური მუშაობის მიუხედავად, აფეთქეების ხმა დღეს საზღვრის ორივე მხრიდან ისმოდა. პალესტინელთა მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ 130-ი, ისრაელში კი ხუთი ადამიანი შეადგინა.