შეერთებული შტატებისგან ახსნა-განმარტებას ამჯერად საფრანგეთი და მექსიკა ითხოვს
საფრანგეთი და მექსიკა აღშფოთებულები არიან და შეერთებული შტატებისგან სათვალთვალო პროგრამებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. ამერიკის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, ედუარდ სნოუდენის მიერ გამჟღავნებული ახალი ინფორმაცია ამჯერად ფრანგულმა გაზეთმა „ლე მონდმა“ და გერმანულმა „შპიგელმა“ გამოაქვეყნა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა დღეს განაცხადა, რომ მან შეერთებული შტატების ელჩს დაურეკა და მას „ლე მონდში“ გამოქვეყნებული მასალის შესახებ განმარტება მოსთხოვა. გაზეთში საუბარია მხოლოდ ერთი თვის მანძილზე ათობით მილიონი ფრანგის სატელეფონო ზარის კონტროლზე. ფაბიუსის თქმით, ბრალდება მისთვის „შოკისმომგვრელი“ იყო.
მექსიკაც ძალზე გაანაწყენა ამერიკის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს შესახებ „შპიგელში“ გავრცელებულმა ინფორმაციამ. სნოუდენის ცნობით, სააგენტო მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ფილიპ კალდერონის ელექტრონული კომუნიკაციის კონტროლს ახორციელებდა. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი ქმედება „მიუღებელი, არალეგალურია და ეს მექსიკის და საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს“.