აქციებს კონსერვატორი ჯგუფებიც უერთდებიან, რომლებიც წარსულში საიმიგრაციო რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატებში რელიგიური ჯგუფები კონგრესს საიმიგრაციო რეფორმის დამტკიცებისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნას ის კონსერვატორი ჯგუფებიც უერთდებიან, რომლებიც წარსულში ამ რეფორმას წინააღმდეგი იყვნენ.
“აიმაღლეთ ხმა საიმიგრაციო კანონის მხარდასაჭერად!”
ამ სლოგანით ერთი წელია რელიგიური ჯგუფი სახელწოდებით "Nuns on the bus" რესპუბლიკელების საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგება.
დედა სიმონე ამბობს, რომ მათი ჯგუფის სურვილია, შეერთებულ შტატებში მილიონობით არალეგალ იმიგრანტს ცხოვრება შეუმსუბუქდეს.
“ჩვენ არ უნდა შევშინდეთ. დემოკრატია შიშზე ვერ აშენდება. ჩვენი ვალია, თვალი გავუსწოროთ წარსულს. სწორედ იმიგრანტებმა შექმნეს ამერიკა ასეთი არაჩვეულებრივი.”
დედა კემპბელის თქმით, კათოლიკურ სამღვდელოებაში უცხოეთიდან ჩამოსული არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტი ძალზე ბევრია.
“ჩვენ ყოველდღე ვართ მომსწრე იმის, თუ რაოდენ დიდი წვლილი შეაქვთ არალეგალ იმიგრანტებს ამერიკის საზოგადოების ცხოვრებაში. ისინი უმძიმეს სამუშაოსაც არ თაკილობენ.”
თუმცა დღემდე ამ თემის ირგვლივ შეერთებულ შტატებში კამათი მაინც არ წყდება. ახლახანს კონსერვატორ-ევანგელისტური ჯგუფები იმიგრანტთა მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ. სარეკლამო რგოლი, რომელშიც იმიგრაციის რეფორმის საკითხი ზნეობრივ პასუხისმგებლობამდეა აყვანილი -დღეს შეერთებულ შტატებში ძალზე აქტუალურია.
“11 მილიონი არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტის დეპორტაცია, რომელთა შორის უმეტესობა ლათინური ამერიკიდანაა, ქრისტიანი ამერიკელების დეპორტაციას ნიშნავს “-ამბობს ესპანურენოვანი ქრისტიანების მოძღვარი.
უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკის რელიგიურ ჯგუფებში მრევლის რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო.
რელიგიის და დემოკრატიის კონსერვატორული ინსტიტუტის წარმოამდგენელი მარკ ტული არ ეთანხმება აზრს, რომ საიმიგრაციო რეფორმის დამტკიცებით ეკლესიებში მრევლის რაოდენობა გაიზრდება:
“მე ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ და არ მჯერა, რომ იმიგრანტთა ლეგალიზება ამერიკაში მორწმუნეების რაოდენობას გაზრდის.”
თუმცა ფაქტი ჯიუტია და კვლევები აჩვენებს, რომ ევანგელისტური ჯგუფების უმეტესობა საიმიგრაციო რეფორმას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ამერიკელ მოქალაქეთა უმეტესობა ამ აზრს არ იზიარებს.