საპრეზიდენტო კანდიდატები კამპანიას აჩერებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მოწინააღმდეგე მიტ რომნი საარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებენ. ამ გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო კანდიდატებმა ქალაქ ავრორას კინოთეატრში დაღუპულების მიმართ საკუთარი პატივისცემა გამოხატეს.

ბარაკ ობამამ სამძიმრის ნიშნად, საპრეზიდენტო მარათონი შეაჩერა და ეროვნული დროშების სანახევროდ დაშვების ბრძანება გასცა.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ კი კამპანიის შეჩერებასთან ერთად კოლორადოში მომხდარ ტრაგედიას "სიძულვილის აქტი" უწოდა.

სისხლიან თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი პოლიციამ მოხდარი ფაქტის შემდეგ, კინოთეატრის მანაქანების სადგომზე დააპატიმრა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.

.