თეთრი სახლის ინფორმაციით, წელს ობამამ თანამშრომლების დახმარებით, ახალი ლუდის გამოსახდელად ორი რეცეპტი შეადგინა
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არაერთი ტიტულის მფლობელია - შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის სენატორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. ამ სიას კიდევ ერთი ტიტული შეემატა - ლუდის მხარშველი.
პრეზიდენტმა ობამამ შარშან ლუდის მინი სახდელი იყიდა და თეთრი სახლის ინფორმაციით, წელს თანამშრომლების დახმარებით, ახალი ლუდის გამოსახდელად ორი რეცეპტი შეადგინა და ახალი ლუდი მოხარშა. თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილე სემ კასის თქმით, ლუდი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.
პრეზიდენტის რეცეპტი 12 ათასმა ადამიანმა უკვე მოითხოვა.