აშშ-ს ელჩი გორში

Your browser doesn’t support HTML5

აშშ ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გორში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. წითელი ჯვრის ოფისთან ელჩს პროტესტანტების ჯგუფი დახვდა. საკუთარი პრობლემის შესახებ დეგნანის ინფორმირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი იგნორირება მოახდინა.