ხომალდები და რაკეტები ფართო შესაძლებლობების ერთი ნაწილს შეადგენს, თუ თეთრი სახლი დარტყმის ბრძანებას გასცემს
Your browser doesn’t support HTML5
სირიის გარშემო განვითარებული დიპლომატიური მცდელობების მიუხედავად, ოთხი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი, მზადყოფნაში მყოფი ტომაჰავკი დიდი რაოდენობის რაკეტებით, რჩება საკუთარ პოზიციებზე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.
ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სამხედრო ფლოტის მდივანმა რეი მაბუსმა აუდიტორიას უთხრა, რომ ხომალდების სამოქმედო გეგმები არ შეცვლილა.
"გარანტიას გაძლევთ, რომ თუ დარტყმის განხორციელებას მოგვთხოვენ, ჩვენ დავარტყამთ მძლავრად და სწრაფად."
ხომალდები და რაკეტები შეადგენს ფართო შესაძლებლობების ერთი ნაწილს, რაც პენტაგონს მზადყოფნაში აქვს - თუ და როცა თეთრი სახლი დარტყმის ბრძანებას გასცემს.
დარტყმის გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია კიბერნეტიკული თავდაცვაც.
ასადის მომხრე ძალები ახდენდნენ კიბერ თავდასხმებს ამერიკულ სამიზნეებზე და მათვე ბრალდებათ ახლახანს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა რეკრუტირების ვებ- გვერდის გატეხვა.
პენტაგონის პრესმდივანი, ვიცე-პოლკოვნიკი დემიენ პიკარტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები წვრთნიდა თავის კიბერნეტიკულ ძალებს, რათა მზადყოფნაში და სათანადოდ აღჭურვილი ყოფილიყვნენ ყოველგვარი საშიშროების დასაძლევად.
"თუ რომელიმე ქვეყანა ან ჯგუფი გადაწყვეტს გამოიყენოს კიბერნეტიკული სივრცე შეერთებული შტატების ინტერესების ან თავად შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ჩვენ გამოვიყენებთ საკუთარ კიბერნეტიკულ ძალებს თავდასაცავად და სათანადო პასუხის გასაცემად."
კიბერნეტიკული შეტევის გეგმის დეტალები მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი ენტონი კორდესმანი ამბობს:
"იმის ცოდნა, თუ სინამდვილეში რამდენად არის დამოკიდებული სირიის მთავრობა იმ სისტემებზე, რომლებზეც შეიძლება კიბერნეტიკული თავდასხმით გავლენის მოხდენა, განეკუთვნება სადაზვერვო მონაცემების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული მოქმედების შემთხვევაში არ შეიძლება გავამჟღავნოთ ყველაზე უფრო დახვეწილი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც გაგვაჩნია, რადგან ამით მიეწოდებათ წინასწარი გაფრთხილება, ვითარების ბევრად უფრო სერიოზულად განვითარების შემთხვევაში."
დღეისათვის ამერიკული ხომალდები სირიის სიახლოვეს ძალის დემონსტრირების მიზნით დგანან. ავიამზიდი "ნიმიცი" წითელ ზღვაში გახანგრძლივებულ დავალებაზე სულ ცოტა, კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.