შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია ორი დღეა იემენში მდებარე ალ-ყაიდას სამიზნეებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური წყაროები და თვითმხილველებიც ადასტურებენ.
დღეს გამთენიისას მიტანილი ერთ-ერთი იერიშის სამიზნე ალ-ყაიდას ლიდერის უადი იაშბამის სახლია. ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც იქნება. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.