ვაშინგტონში საქართველოს საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან

Your browser doesn’t support HTML5

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სახელმწიფო დეპარტამენტი და იმ ორგანიზაციების წევრები, რომლებიც წლებია ქვეყანაში პროცესებს აკვირდებიან, ამბობენ, რომ ეს არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირებისთვის, აგრძელებს თუ არა საქართველო დემოკრატიულ განვითარებას.