სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აშშ-თან

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აშშ-თან

აშშ-ის მთავრობამ სტრატეგიული ქარტიის ფარგლრბში საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ის ვიზების მაქსიმალური გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

” - ცვლილება ფაქტობრივად ყველა კატეგორიის ვიზებს შეეხო. ვიზების ნაწილის ვადა 1-დან 5 წლამდე, ნაწილის 1-დან -10 წლამდე გაიზარდა. იმედი მაქვს, ამ ცვლილების შედეგს უახლოეს თვეებში დავინახავთ” - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ნაბიჯს მიესალმება, ”ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროკავშირის შემდეგ გამარტივებული სავიზო რეჟიმი აშშ-ათანაც ამოქმედდება” -აცხადებს მინისტრი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი ვასილ ჭყოიძე აშშ-თან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ამბობს : ” - საქართველო და აშშ-ი სტრატეგიული მოკავშირეები არიან , შესაბამისად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ხალხებს შორის კონტაქტი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველო და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო- შეთანხმების.

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვისაც განათლების მიღება სურს აშშ-ი ,ან მუშაობა. ეს საკმაოდ დიდი შეღავათია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს გარკვეული წლების განმავლობაში იმუშაოს აშშ-ი და ეკონომიკურად წელში გამართული დაბრუნდეს სამშობლოში”