„ამერიკელი სამხედროები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რათა შევძლოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება იმის ფონზე, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს გააძლიეროს მისი პოლიტიკური გავლენა რეგიონზე“, - ამგვარი შეფასებები გამოქვეყნდა ვაშინგტონში მდებარე „ატლანტიკური საბჭოს“ ახალ ანგარიშში.
სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი ამერიკული შეიარაღებული ძალები კოსოვოში განლაგდებიან ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს რეგიონის უსაფრთხოება, და ერთგულია თავისი გრძელვადიანი მიზნებისა და ძალისხმევისა განვითარების მხარდასაჭერად და დასახმარებლად.