ამერიკამ აცრილი უცხოელებისთვის საზღვრები გახსნა
Your browser doesn’t support HTML5
გასულ კვირას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილებისთვის ამერიკის საზღვრები გაიხსნა. თითქმის ორი წელია ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პანდემიის გამო ერთმანეთის ნახვა და შეერთებულ შტატებში მოგზაურობა არ შეეძლოთ. საზღვრების გახსნას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ ავიაკომპანიების თანამშრომლებიც.