დღეში დაფიქსირებული 100,000 შემთხვევით, ამერიკაში კორონავირუსის პანდემია ძალას იკრებს

ამერიკაში პირველად, მას შემდეგ რა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ოთხშაბათს, პირველად დაფიქსირდა კოვიდ 19-ის 100,000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა უტევს, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს. ვირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. ოთხშაბათის მონაცემებით, 50,000-ზე მეტი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

გარდა ამისა, ამერიკაში დაძაბული და მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, სამშაბათს, 3 ნოემბერს, ამერიკაში კორონავირუსის ახალი, დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ასევე ნახეთ: მსოფლიოში კოვიდ 19-ით 1,2 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნების დღეს, კორონავირუსის 91,530 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1,130 ადამიანი. გარდა ამისა, სამშაბათს, დამატებით, 50,000 ადამიანის საავამდყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

20-ზე მეტმა შტატმა გამოაცხადა, რომ მათთან, გასულ კვირას, კორონავირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ 7-დღიან პერიოდში. ასეთი შტატების რიცვხში არიან მიჩიგანი, ოჰაიო და პენსილვანია. ესენი არიან შტატები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ამერიკის არჩევნების ბედს და გამარჯვებულს.

ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილასაა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ქვეყანაში ახლა 9,3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 232,627 მილიონი ამერიკელი.