კვირას ამერიკაში ყოველწლიური ტონის დაჯილდოვება გაიმართა, რომლმაც ბროდვეიზე საუკეთესო წარმოდგენა გამოავლინა.
მიუზიკლს სახელწოდებით „მორმონის წიგნი,“ რომელშიც მოქმედება აფრიკაში ჩასული მორმონი მისიონრების ცხოვრების გარშემო ვითარდება, 14 ნომინაცია ჰქონდა. ამ ნომინაციებიდან მიუზიკლმა 9 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, ერთი საუკეთესო რეჟისურისთვის. მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორები ტრეი პარკერი და მეტ სტოუნი არიან.
წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ნიკი ჯეიმსმა „მორმონის წიგნში“ შესრულებული როლისთვის მოიპოვა.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო წელს ნორმან ლეო ბათზმა მოიპოვა. მან მიუზიკლში „დამიჭირე თუ შეგიძლია“ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის როლი შეასრულა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა:
„ეს ჯილდო არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცაში საუკეთესო ვარ. ეს ჯილდო იმას ნიშნავს, რომ მე ამ საღამოს, ამ დარბაზში ყველაზე მადლიერი კაცი ვარ.“