აშშ ჩინეთში ატომური ელექტროსდგურებისთვის საჭირო მასალების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს

ფოტო არქივიდან: აშშ-ის და ჩინეთის დროშები, ვაშინგტონი, 2011 წლის 18 იანვარი.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, ატომური ელექტროსდგურებისთვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების ჩინეთში ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა.

მიმოხმილველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, ჯაშუშობის ბრალდების, ადამიანის უფლებების, ჩინეთის ინდუსტრიული პოლიტიკისა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე ამერიკის აკრძალვის ფონზე, ვაშინგტონსა და პკენის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების უახლესი ნიშანია.

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის განყოფილება, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურო (BIS), ახლა ექსპორტიორებისგან მოითხოვს გარკვეული გენერატორების, კონტეინერებისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომლებიც ჩინეთის ატომურ ელექტროსადგურებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, სპეციალური საექსპორტო ლიცენზიები მიიღონ.

ასევე ნახეთ: ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის „სამაგალითო ლიდერთან“ და სტრატეგიული პარტნიორობა  

ბირთვული მარეგულირებელი კომისია (NRC), ფედერალური სააგენტო, რომელიც ბირთვული ენერგიის უსაფრთხოებაზეაპასუხისმგებელი, ექსპორტიორებისგან ასევე მოითხოვს, სპეციალური ბირთვული მასალისა და წყაროს მასალის ექსპორტისთვის სპეციალური ლიცენზიები მიიღონ.

ეს მოიცავს სხვადასხვა ტიპის ურანს, ისევე როგორც დეიტერიუმს, წყალბადის იზოტოპს, რომელიც, დიდი რაოდენობით, შეიძლება გამოყენებულ იქნას რეაქტორებში ტრიტიუმის, ბირთვული იარაღის კომპონენტის დასამზადებლად.

ბირთვული მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია, ამ ნაბიჯს ხედავს, როგორც „აუცილებელს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისა და საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ორშაბათს განხორციელებული ეს ცვლილება, ჩინეთის მიმართ, შეერთებული შტატების ზოგადი პოლიტიკის ნაწილია.

„ეს ქმედება არ უკრანახებია ექსპორტიორების, ან ჩინეთის არც ერთ ქმედებას. ეს არის, ჩინეთში გარკვეულ ექსპორტზე ზედამხედველობის გამკაცრებისთვის შეერთებული შტატების მთავრობის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილი“ - განაცხადა ბირთვული მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა.

აშშ-ში ჩინეთის საელჩოს სპიკერის განცხადებით, მას არაფერი აქვს სათქმელი რეგულაციების სპეციფიკასთან დაკავშირებით. თუმცა, მან განაცხადა, რომ ჩინეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს იცავს. ლიუ პენგიუმის განცხადებით, ჩინეთი „ბირთვული იარაღის გაუვცელებლობის ძალისხმევაზე მაღლა, გეოპოლიტიკური ინტერესების დაყენებას ეწინააღმდეგება.“

Your browser doesn’t support HTML5

არის თუ არა თანხვედრაში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ევროპულ გზასთან