აშშ-ს ასადის დაპირებების არ ჯერა

აშშ-ს ასადის დაპირებების არ ჯერა

სირიის ხელისუფლების განცხადებით, მთავრობამ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დაასრულა. ამ ფონზე, ობამას ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სირიის ლიდერის გეგმა საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ვერ აკმაყოფილებს სირიელი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

გუშინ, დამასკოში ასადი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ის არაბული ლიგის წინადადებებზე დაყრდნობით სირიაში ერთობის მთავრობის შექმნის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების გზით სირიის კრიზისის დარეგულირებაში წვლილის შეტანას ცდილობს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი კი აცხადებს, რომ ძნელი დასაჯერებელია ასადის დაპირებები პოლიტიკური ცვლილებების გატარების მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დაპირებების ნაცვლად მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ილაშქრებს.