მეამბოხეებმა ამერიკული სამხედრო დახმარების საწყობები დაიპყრეს
ოთხშაბათს, შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ სირიისთვის არალეტალური იარაღით დახმარება შეჩერდა, რაც ისლამისტმა მებრძოლებმა დასავლეთის მხარდაჭერილი სირიის თავისუფალი არმიის საწყობების დაიპყრეს. თეთრი სახლის კორესპონდენტი დენ რობინსონი მოგვითხრობს.
თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთად ხაზგასმით განაცხადეს, რომ არალეტალური იარაღის მიწოდების შეჩერების პარალელურად, ჰუმანიტარული დახმარება მაინც გრძელდება.
ისლამისტური ფრონტის მებრძოლებმა, რომელშიც ექვსი მთავარი დაჯგუფებაა გაერთიანებული, სირიის თავისუფალი არმიის სამხედრო ბაზები და იარაღის საწყობები დაიპყრეს, რომლებიც სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს.
სირიის თავისუფალი არმიისგან განსხვავებით, ეს დაჯგუფება სირიაში დამოუკიდებელი ისლამისტური სახელმწიფოს შექმნას აპირებს.
შეერთებული შტატების სპიკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ ფაქტის გამო შეშფოთებულია და „კვალავაც აგროვებს ფაქტებს და კონსულტაციას გადის გენერალ იდრისთან“ ასევე ამბოხებულთა უმაღლეს სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებთან, რათა „ შეერთებული შტატების მიერ გადაცემული სამხედრო დახმარების და ტექნიკის ინვენტარიზაციის სტატუსი გაირკვეს და მათი აღრიცხვა მოხდეს“.
თეთრი სახლის პრეს მდივნის მოადგილეს, ჯოშ ერნესტს ჰკითხეს, გამოიწვევს თუ არა არალეტალური იარაღით დახმარების დროებითი შეჩერება სირიის თავისუფალი არმიის რიგებში საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენის დაკარგვას, რადგან ახლა მათ ბრძოლა ისლამისტი ექსტრემისტების გარეშე მოუწევთ.
მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დახმარება ზომიერად განწყობილი ოპოზიციური ელემენტებისთვის არის განკუთვნილი. მას ასევე მოუწია პასუხი გაეცა კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი რომ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო ოპოზიცია დასუსტდეს.
ჯოშ ერნესტ: ის რაშიც დაინტერესებული ვართ რომ ვაკეთოთ, არის შევძლოთ კოორდინაცია, და გავაუმჯობესოთ კოორდინაცია ზომიერ ოპოზიციურ ელემენტებთან. ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენ თავიდანვე ვიდექით - გვეთანამშრომლა ასეთი ტიპის ოპოზიციურ ძალებთან და მათ მიმართ დახმარება გაგვეწია, რათა სირიის ხელისუფლების ცვლილების გარდამავალ პროცესამდე მისულიყვნენ, რაც სირიის ხალხის არჩევანს პასუხობს. ეს მათთვის საინტერესო წინადადება იყო დასაწყისიდანვე, და ამ კუთხით მუშაობა ისევ გრძელდება.
არალეტალური იარაღით დახმარება დიდმა ბრიტანეთმაც შეაჩერა. სირიის თავისუფალი სირიის არმიის ოფიციალურმა პირმა შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს დალოდება ურჩია ვიდრე ადგილზე საკითხს ნათელი არ მოეფინება და ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ჯენ პსაკის ჰკითხეს, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დახმარების შეჩერება.
ჯენ პსაკი: კონკრეტულ დღეს მე ვერ დავასახელებ. ცხადია დახმარების აღდგენა ჩვენს ინტერესებში და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშიც შედის, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ დახმარების მიწოდების გაგრძელება. თუმცა ჩვენ ასევე გვსურს ადგილზე არსებული მდგომარეობა ავწონ-დავწონოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, განაცხადა პსაკიმ.
პსაკი და ერნესტი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება იმ ჰუმანიტარული დახმარებაზე, რომელიც სირიისთვის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე გაეროდან ნაწილდება ზეგავლენას არ მოახდენს.
საკითხის უფრო დაკონკრეტების თხოვნისას, თეთრი სახლის წარმომადგენელმა კორესპონდენტი სახელმწიფო დეპარტამენტისკენ გადაამისამართა და განუცხადა, რომ „უფრო მეტი დეტალები შემთხვევის ადგილას ირკვევა, სადაც დახმარების მიწოდების შეჩერება გადაწყდა“.
კაპიტოლიუმში ამერიკის ხმის კორესპონდენტთან საუბრის დროს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა თავის შეშფოთება დააფიქსირა.
ჯონ მაკეინი: ეს იმ რეალობის აღიარებაა, რაც სირიის ჩრდილოეთ საზღვრის ნაწილზე არსებობს, რომელიც ალ-ნუსრას და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ არის დაკავებული. მათი მოქმედებები პირდაპირ აისახება და არის შედეგი ჩვენი მარცხისა, რომელიც ზომიერად განწყობილი ოპოზიციურ ძალების, სირიის გათავისუფლების პარტიის დახმარების საკითხში მდგომარეობს, რომელსაც გენერალი იდრისი ხელმძღვანელობს. ამერიკის დახმარება შედეგიანი ვერ იქნება თუკი ჰეზბოლას 5000 წარმომადგენელი შევა რეგიონში, ვიდრე იარაღით დატვირთული რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩავა ადგილზე, ვიდრე ირანის რევოლუციური გვარდიაა იქ, ჩვენი დახმარება წარმატებული ვერ იქნება.
მაკეინმა განაცხადა, რომ საგარეო დახმარების გაწევამ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს საკუთარი ძალის აღდგენის საშუალება ადგილზე ამბოხებული ძალების მოქმედებამ მისცა.