პუტინი და ლავროვი ჯაშუშობისთვის ძებნილ ამერიკის დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ
პრეზიდენტი პუტინი ადასტურებს, რომ სნოუდენი მოსკოვის აეროპორტში იმყოფება, თუმცა მის ამერიკაში ექსტრადიციაზე უარს ამბობს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გარდა იმისა, რომ ედვარდ სნოუდენს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ დაურღვევია, რუსეთს ამერიკასთან ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებაც არ აქვს. შეერთებული შტატების მიერ ჯაშუშობისთვის ძებნილი დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი ამჟამად მოსკოვის აეროპორტის საერთაშორისო სატრანზიტო ზონაში იმყოფება.
“მარშრუტი მან დამოუკიდებლად შეარჩია. ამის შესახებ ჩვენ, ისევე როგორც აქ დამსწრეთა უმრავლესობამ, მასმედიის საშუალებებით შევიტყვეთ. რუსეთის საზღვარი მას არ გადაუკვეთია. მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლო და მიუღებელია რუსული მხარის მიმართ გამოთქმული შეერთებული შტატების კანონების დარღვევის და ლამის კონსპირაციის ბრალდების მცდელობები, რომელთაც მუქარაც კი ახლავს“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა გამორიცხა რუსეთის ჩართულობა სნოუდენის გეგმებში.
ჯაშუშობაში ბრალდებული ედვარდ სნოუდენი, რომელმაც გაასაჯაროვა ინფორმაცია დაზვერვის სათვალთვალო პროგრამების შესახებ, მოსკოვში ჰონგ კონგიდან ჩაფრინდა. ჯონ კერიმ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთი გააფრთხილა იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რაც სნოუდენის ექსტრადიციაზე უარის თქმას შეიძლება მოჰყვეს. თეთრმა სახლმა ჩინეთსაც ბრალი დასდო იმაში, რომ დაპატიმრებაზე სანქციის გაცემის მიუხედავად, სნოუდენს ქვეყნის დატოვების უფლება „განზრახ“ მისცა, რითაც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა „ერთმნიშვნელოვნად“ დააზიანა.