სკანდალი თვალთვალის პროგრამის გარშემო

აშშ-ს მთავრობა „ფეისბუქს“ და „მაიკროსოფტს“ მომხმარებელთა მონაცემებს თხოვდა
რამდენიმე ინტერნეტ კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას შეერთებულ შტატების მთავრობასთან, რომ გაამჟღავნებენ ინფორმაციას, თუ რამდენი მოთხოვნა აქვთ მიღებული თვალთვალის პროგრამის ფარგლებში. პირველ ადგილზე, მთავრობის მხრიდან მოთხოვნების მიხედვით „ფეისბუქი“ გავიდა. მას 2012 წლის მეორე ნახევარში ამერიკის მთავრობისგან 9 ათასიდან 10 ათასამდე მოთხოვნა მიიღო, რაც 18 ათასიდან 19 ათასამდე მომხმარებელს შეეხებოდა. იმავე პერიოდში, კომპანია „მაიკროსოფტმა“ მთავრობისგან 6 ათასიდან 7 ათასამდე მოთხოვნა მიიღო, რაც 31 ათასიდან 32 ათასამდე მომხარებლის მონაცემებს შეეხებოდა. მომთხოვნ ფედერალურ უწყებებს შორის იყო ასევე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. კომპანიებმა „ეფლმა“, „გუგლმა“ და „იაჰუმ“ განაცხადეს, რომ აღნიშნულ სააგენტოს არ შეეძლო მათ სერვერებზე პირდაპირი წვდომა. ამერიკის მთავრობვა აცხადებს რომ თვალთვალის პროგრამის საშუალებით ტერორისტული შეტევების აღკვეთა შეძლო.