სნოუდენის მიერ შეგროვებული მასალა მგრძნობიარე ინფორმაციას შეიცავს

ინფორმაცია ასახავს ამ უცხოელი სააგენტოების თანამშრომლობის დეტალებს ვაშინგტონთან
გავლენიანი ამერიკული გაზეთი იტყობინება, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უცხოელ სადაზვერვო სამსახურებს ატყობინებენ, რომ ედუარდ სნოუდენის მიერ მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაცია ასახავს ამ უცხოელი სააგენტოების თანამშრომლობის დეტალებს ვაშინგტონთან.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ათობით ათასი დოკუმენტი, რომლებიც სნოუდენმა შეაგროვა, მგრძნობიარე ინფორმაციას შეიცავს ირანში, რუსეთისა და ჩინეთში მიმდინარე პროგრამების შესახებ. გაზეთის ცნობით, ეს დოკუმენტები ასევე ეხება იმ ოპერაციებს და ქვეყნებს, რომლებიც საჯაროდ არ არიან დაკავშირებული ამერიკასთან.