აშშ-ში საეთერო სიხშირეების სახელმწიფო კონტროლის საკითხი განიხილეს

აშშ-ში საეთერო სიხშირეების სახელმწიფო კონტროლის საკითხი განიხილეს

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო საეთერო სიხშირეების სახელმწიფო კონტროლის საკითხს განიხილავს. სამშაბათს გამართულ მოსმენებზე სატელევიზიო კომპანიები და ფედერალური კომუნიკაციის კომიტეტის ადვოკატები იყვნენ მოწვეული.

ტელეკომპანიები უსამართლოდ მიიჩნევენ ჯარიმებს, რომელთაც მათ ფედერალური კომიტეტი აკისრებს. კერძოდ, საუბარია დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე ეთერში გასულ ნუდისტურ კადრებზე და უხამსობებზე, რომელიც 1978 წელს შემოღებული კანონით არის აკრძალული.

მედიის ადვოკატურა აცხადებს, რომ პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ ერთეულ შემთხვევებზე, ისეთზე, როგორიცაა მაგალითად პოპულარული მომღერლების ან მსახიობების მიერ დაჯილდოვებებზე წარმოთქმული უხამსობები, ტელეკომპანია პასუხს არ უნდა აგებდეს.