შტატების ნაწილმა სხვა შტატებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კარანტინი დააწესა

ნიუ-იორკის შტატმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის ყველაზე რთული დარტყმები მიიღო, სხვა შტატებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო, 2-კვირიანი კარანტინი დააწესა.

ბრძანება გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გამოსცა და ის შემდეგი შტატებიდან ჩასულ მგზავრებს ეხება: ალაბამა, არიზონა, არკანზასი, ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ტეხასი და იუტა. სწორედ ამ შტატებში ფიქსირდება ახლა კორონავირუსის ახალი, მზარდი შემთხვევები. კუომომ ორ-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ამერიკის კიდევ ორი შტატის გუბერნატორთან ერთად გამოაცხადა. დემოკრატები, ნედ ლამონტი და ფილ მერფი, კონექტიკუტისა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორები, იმავე შეზღუდვებს უწესებენ მათ ტერიტორიაზე ჩასულ ადამიანებს.

ასევე ნახეთ: პირველი ჩოგანი კოვიდ19-ით დაინფიცირდა

სამი შტატის ერთობლივი განცხადება გუშინ გავრცელდა. იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში ერთ დღეში კოვიდ 19-ის 36,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე რთული მდგომარეობა კი ახლა ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილიშია, მათ შორისაა ფლორიდის, არიზონისა და ტეხასის შტატები. ასევე, კალიფრონიაც.