სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სირიაში შეზღუდული სამხედრო მოქმედებების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე კონგრესის თანხმობის საკითხში პირველი საკანონმდებლო წინააღმდეგობა წარმატებით დაძლია. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა ვითარებაში წარიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეერთებული შტატების მიერ სირიაზე საპასუხო სამხედრო ქმედებების განხორციელების საკითხზე კენჭისყრა. ამერიკის სამხედრო მზადყოფნა გასულ თვეს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა, რაც დამასკოსა და ქალაქის გარეუბანში ასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ათიდან შვიდმა დაუჭირა მხარი ერთჯერად კენჭისყრაზე გამოტანილ რეზოლუციას, რომელიც ამერიკის საბრძოლო დანაყოფების სირიაში გადასროლას გამორიცხავს და ადგილზე სამხედრო მოქმედებებს შეზღუდულ ვადას, მაქსიმუმ 90 დღეს აძლევს. რეზოლუცია ასევე მიზნად ისახავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებას, რომლის მეამბოხეებთან თითქმის სამწლიანმა, სისხლიანმა დაპირისპირებამ უკვე ასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ჯონ მაკეინი: ჩვენი სურვილია ბრძოლის ველზე სამხედრო შესაძლებლობები გათანაბრდეს. ნებისმიერი დამკვირვებელი, ყველა ჩვენი ჩათვლით, დაეთანმხება იმაში, რომ ბაშარ ალ-ასადმა უნდა დაიჯეროს რომ უნდა წააგოს ეს ბრძოლა, რადგან თანამდებობიდან წასვლაზე და სირიის დატოვებაზე მშვიდობიანი შეთანხმება მასთან შეუძლებელი იქნება.
სენატი სრული შემადგენლობით საკითხზე კენჭისყრას მომავალი კვირის დასაწყისში შეუდგება, შემდეგი კენჭისყრა კი უკვე წარმომადგენელთა პალატაში გაიმართება.
მათ შორის, ვინც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიოც იყო.
მარკო რუბიო: კვლავაც არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სამხედრო ძალის გამოყენება თავის შედეგს გამოიღებს. ერთადერთი, რასაც ქიმიური იარაღის მომავალში გამოყენებას შეუძლია ხელი შეუშალოს, არის ის რომ სირიის მოსახლეობამ ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებიდან ჩამოაგდოს. სამხედრო ძალის გამოყენებამ შეიძლება რეგიონში კიდევ უფრო დიდი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
დემორატი სენატორი რიჩარდ დარბინი რეზოლუციის მხარდამჭერია, რომელმაც ორივე პალატის წარმომადგენლებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.
რიჩარდ დარბინი: კონგრესი, სადაც წარმოდგენილნი არიან დემოკრატები და რესპუბლიკელები, სიმტკიცეს და გაბედულებას იჩენს, როდესაც საქმე ეხება ქიმიური და მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვას და მისი გამოყენების შეჩერებას. ამ პროცესში მთავარი ფუნქცია შეერთებულმა შტატებმა რომ არ იტვირთოს, წარმოუდგენლად მეჩვენება რომ ეს სხვა ქვეყანამ გააკეთოს.
კენჭისყრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის მოსმენის შემდეგ გაიმართა. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს.
გამოკითხვების თანახმად, სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას ამერიკის მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი უჭერს მხარს. კონგრესის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის სანქციის გაცემის საკითხმა კონგრესის ორივე პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელი წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო აზრთა სხვადასხვაობა გამოკვეთა.