ამერიკელი სენატორები საიმიგრაციო რეფორმის დღემდე შეთავაზებულ ვერც ერთ ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ.
ხუთშაბათს სენატმა მხარი არ დაუჭირა ოთხიდან არც ერთ შემოთავაზებას, რომლებიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილი იმიგრანტების სამართლებრივ სტატუსს ეხებოდა.
თუ სენატმა მათთან დაკავშირებით 5 მარტამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ისინი დეპორტაციის საფრთხის ქვეშ იქნებიან, რადგან კანონს, რომელიც მათ ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს, ვადა გასდის.
კანონპროექტის ინიციატივებს შორის იყო ორპარტიული შეთანხმებაც, რომლის თანახმადაც, ამ იმიგრანტებს უფლება უნდა მისცემოდათ ამერიკის მოქალაქეობა მოეთხოვათ და ამასთან, გაძლიერებულიყო საზღვრების დაცვა. თუმცა, კანონპროექტმა, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს მხარს, სენატში ყველაზე ნაკლები - 100-დან მხოლოდ 39 ხმა მიიღო.