ბლუმბერგი: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა მოკლე პერიოდი გაგრძელდება
ბოსტონის ტრაგიკული მოვლენების ფონზე, ნიუ იორკსა და ამერიკის სხვა დიდ ქალაქებში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
ნიუ იორკის მერმა მაიქლ ბლუმბერგმა უკვე განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა მოკლე პერიოდი გაგრძელდება სანამ ბოსტონის თავდასხმების ორგანიზატორების შესახებ მეტი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი.
"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი ნიუ იორკიდან დეტალებს გვატყობინებს.
მაიკლ ბლუმბერგი აღიარებს, რომ ბოლო 11 წლის მანძილზე ნიუ იორკში მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე განვითარებული ადგილობრივი კონტრტერორისტული მექანიზმები ჩამოყალიბდა. ნიუ იორკმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიციის სამსახურს კონტრ ტერორისტული ოპერაციების წარმოების მიზნით, ათასობით თანამშრომელი დაუმატა და ისინი ამასთან, ყველანაირად აღჭურვა ამ საქმეში საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
ბლუმბერგმა ეს განცხადება ნიუ ორკში საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიუ იორკელებს მან სიფხიზლისკენ მოუწოდა თუმცა ზედმეტი ნერვიულობისგან თავშეკავება ურჩია.
მილიარდერმა მერმა, ამასთან თქვა ისიც, რომ ყოველდღიურად მძღოლთან ერთად გადაადგილებაზე უარი თქვა და ახლა ის ამის ნაცვლად ამისა, ნიუ იორკის მეტროპოლიტენით სარგებლობს სამსახურში წასასვლელად.
ნიუ იორკის პოლიცია სატვირთო ავტომანქანებსა და საეჭვო მსუბუქ ტრანსპორტს ხიდებისა და გვირაბების მისასვლელებთან ამოწმებს. მეტროში, უსაფრთხოების სამსახურმა ნაგვის შეკვრების შემოწმებაც მოაწყო, რათა შესაძლო საფრთხისგან დაეცვა ქალაქის მოსახლეობა.
ბოსტონის მოვლენების დროს, არაერთი ნიუ-იორკელი, რომლებსაც 11 სექტემბერი გამოუვლია, თავი ბოსტონელების მდგომარეობაში იგრძნო. გამვლელები შეშფოთებას ვერ მალავდნენ, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმები სულ უფრო ხშირდება შეერთებულ შტატებში
„შოკში ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამერიკა ის აღარ არის რაც იყო. ტერაქტების შესახებ ყოველდღურად პალესტინიდან ან ბაღდადიდან გვესმის, ახლა ტერაქტებს უკვე შინ, ამერიკაშიც ხშირად ვაწყდებით," -
ამბობს ნიუ იორკის მკვიდრი.
მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ნიუ იორკში მორიგი მარათონი იგეგმება, თუმცა ბოსტონის ტერაქტების გათვალისწინებით, ნიუ იორკის ხელისუფლება აპირებს გეგმებს გადახედოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.