ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, ხუთშაბათს მის პირველ მნიშვნელოვან საერთაშორისო მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს გერმანიაში შეხვდებიან. ტილერსონი ასევე შეხვდება წარმომადგენლებს ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და ბრაზილიიდან. ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი საგარეო პოლიტიკა ამერიკის ინტერესების წინ წამოწევაზე იქნება ორიენტირებული.