ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ვენესუელის, კუბის და ნიკარაგუის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებს. ეს ნაბიჯი ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილია გაზარდოს ზეწოლა ლათინური ამერიკის სოციალისტური მთავრობების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, კარაკასში, ხუან გუაიდოს გარდამავალი მთავრობა ლეგიტიმურად აღიარა. შეერთებული შტატების ამ გადაწვეტილებას დასავლეთის ბევრი ქვეყანა შეუერთდა.
ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლამდე, პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, განაცხადა, რომ კარაკასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება. “ჩვენ გვინდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, თუმცა ჩვენ მიზანდასახულად გვსურს, რომ ძალაუფლების გადაცემა მოხდეს”, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელიც თეთრი სახლის გადაწვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა.. “ვაცადოთ მადუროს და მის ამფსონებს იღელვონ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს”, - თქვა მან.
ვენესუელაზე ზეწოლის გაზრდასთან ერთად, ამერიკელი ოფიციალური პირები კუბას წინააღმდეგაც ზრდიან ზეწოლას. ტრამპის ადმინისტრაცია დღეს განაცხადებს, რომ ის პირველად მისცემს საშუალებას ამერიკაში, კუბაში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას, თუ ეს კომპანიები 1960იანებში ამერიკელი მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ ქონებას იყენებენ.
ევროპულმა ქვეყნებმა ეს ცვლილება, რომელიც “ჰოლმს ბარტონის 1996 წლის აქტის მესამე თავითაა” ცნობილი, გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებენ.
“ამას ექნება გარკვეული ეკონომიკური ეფექტი”, - ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. აღნიშნული რეგულაცია ასევე შეზღუდავს კუბის შესაძლებლობას მიიზიდოს უცხო ქვეყნიდან ინვესტიციები.
ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელი გადაწვეტილებას 2056-ე რაზმის წინაშე გაახმოვანებს. ეს რაზმი 1961 წლის აპრილში კასტროს მთავრობის ჩამოგდების ოპერაციაში მონაწილეობდა, რომელიც “ღორების ყურის” ოპერაციის სახელითააა ცნობილით.
ეკონომიკური ემბარგო, რომელიც შეერთებულმა შტატებმა კუბის კასტროს რეჟიმს დაუწესა, ექვსი ათწლეულია, რაც ისევ ძალაშია. ტრამპის წინამორბედი, ბარაკ ობამა, შეეცადა ჰავანასთან ურთიერთობების დათბობას, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ვაშინგტონის პოლიტიკა შეაბრუნა და ჰავანის მიმართ კვლავ ინარჩუნებს “ცივი ომის” დროინდელ ხისტ მიდგომას.