შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 5 ალ-ყაიდას მხარდამჭერს, რომლებიც ბრალდების მიხედვით, სამხედრო დაჯგუფებას ფინანსურ დახმარებას უწევდა. დეპარტამენტის განცხადებით, ისინი თურქეთის ტერიტორიიდან მუშაობდნენ.
"ჩვენ გავაგრძელებთ უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან მუშაობას, რათა მოხდეს ალ-ყაიდას ფინანსური მხარდაჭერის ქსელების აღმოჩენა და შეფერხება" - განაცხადა ხუთშაბათს ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეა გაკიმ. განცხადებაში ჯგუფის მთავარ ორგანიზატორად დასახელებულია ეგვიპტელი იურისტი მაჯდი სალიმი.
ხუთეულში ორი ეგვიპტის მოქალაქეა და სამი - თურქეთის. დაყადაღებულია სანქცირებულთა ქონება და სხვა ფინანსური ინტერესები, თუკი ისინი პირდაპირ ან ირიბად მათ მფლობელობაშია 50%-ის ოდენობით, ან უფრო მეტით.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: ამერიკა თალიბანს სანქციებს არ მოუხსნის, ავღანელების დახმარებას კი გააგრძელებს