რუსეთის ჯაშუშების დაპატიმრების ოპერაციის ვიდეომასალა

რუსეთის ჯაშუშების დაპატიმრების ოპერაციის ვიდეომასალა

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა სამეთვალყურეო ვიდეო რომელიც რუსეთის ჯაშუშების დაპატიმრების ოპერაციას ეხება. როგორც ცნობილია, შეერთებულ შტატებში ცივი ომის შემდგომ ყველაზე დიდი ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვიდეო მასალასთან ერთად ოპერაციასთან დაკავშირებული ფოტოები და დოკუმენტებიც გამოაქვეყნა. ეს მასალები ნაწილია იმ ათწლიანი მეთვალყურების, რომელიც რუსი აგენტების გამოაშკარავებას ისახავდა მიზნად და რაც 2010 წლის 27 ივნისს წარმატებით დასრულდა. ოპერაციის შედეგად 10 რუსი ჯაშუში გამოვლინდა. ვიდეო მასალებში ასახულია კადრები, სადაც რუსიი ჯაშუშები საზოგადოებრივ ადგილებში ერთმანეთთან ცვლიან დოკუმენტებს და ფულს.