ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთს სანქციებს შეერთებული შტატებიც უწესებს. სტივენ მნუჩინმა, ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა 15 მარტს განაცხადა, რომ ეს არის ამერიკის "პასუხის ნაწილი რუსეთიდან მომდინარე ამორალურ იერიშებზე".
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები რუსეთის 19 მოქალაქეს და 5 კომპანიას დაუწესა. მათ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა ბრალდებათ.
შეერთებული შტატები ასევე უერთდება ნერვული აგენტით ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეზე თავდასხმის დაგმობას, რაშიც ლონდონი ბრალს მოსკოვს სდებს. ეს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელებული პირველი თავდასხმაა, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით აკრძალული იარაღით მოხდა.