ტრამპი ისევ აკრიტიკებს მალერის გამოძიებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შემსწავლელი რობერტ მალერის გამოძიება გააკრიტიკა. ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს გამოძიება დასასრულს უახლოვდება.

6 ნოემბრის აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე, გამოძიება შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა 18 თვის მანძილზე. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იუსტიციის დეპარტამენტი სენსიტიურ პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას ერიდება არჩევნების პერიოდში. თუმცა, იურიდიულ საკითხთა ექსპერტებს უახლოეს მომავალში ახალი პროცესების მოლოდინი აქვთ.

ჯერჯერობით, ისევ უცნობია, დაუჯდება თუ არა ტრამპი მალერის გამომძიებლებს და უპასუხებს თუ არა მათ კითხვებს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირზე.

მოელიან, რომ რობერტ მალერმა შესაძლოა ანგარიში გაავრცელოს ბოლო მიგნებებით და არ არის გამორიცხული, რომ იქ მორიგ ბრალდებებს წარუდგენენ პრეზიდენტის მოკავშირეებს.

დღესაც, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტმა ტრამპმა რობერტ მალერის გამოძიება „კუდიანებზე ნადირობის“ მოტივით გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს გამოძიება „სრული სიბინძურეა“.