შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ არის პროგრესი მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ამერიკის მიერ 1987 წლის ბირთვული შეთანხმების დატოვებას ეხება. ვაშინგტონი შეთანხმების დატოვების მიზეზად რუსეთს მიერ მისი პირობების დარღვევას ასახელებს.
“იძულებული ვართ ვთქვათ, რომ პროგრესი არ არის. შეერთებული შტატების პოზიცია გაყინულია უკომპრომისო და დიქტატორულ მიდგომაში,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეTა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასისთვის” მიცემულ კომენტარში. ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, რიაბკოვი ჟენევაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ანდრეა ტომპსონს ჟენევაში შეხვდა.
ამერიკულმა მხარემ შეხვედრა “იმედის გაცრუებად” შეაფასა.
ხელშეკრულება, რომელსაც ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა ხელი ცივი ომის დროს მოაწერეს, მიზნად ისახავს საშუალო რადიუსის სახმელეთო ბირთვული ქობინების რაოდენობის შემცირებას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა შეთანხმებას 2 თებერვალს დატოვებს. ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე მან რუსეთს 60 დღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ მოსკოვს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაეწყო.