აშშ რუსეთს საკონსულოების დასახურად ორ დღეს აძლევს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთს სან-ფრანცისკოში და კიდევ ორ ქალაქში საკონსულოების დახურვა მოთხოვა.

ეს შეერთებული შტატების პასუხია რუსეთის მიერ მოსკოვში ამერიკის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირებაზე.

“ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან დახუროს საკონსულო სან-ფრანცისკოში, საკონსულო განყოფილება ვაშინგტონში და საკონსულო ნიუ-იორკში”-განაცხადა სახელმწიფო მდივნის სპიკერმა. მისი თქმით, მოთხოვნის შესასრულებლად რუსეთს დრო ორ სექტემბრამდე აქვს.

განცხადების გავრცელებიდან მალევე, გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მას "სამწუხარო" უწოდა.