აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კრიმინალური ბრალდებები წარუდგინა შვიდ რუს ჯაშუშს ანტი-დოპინგის საერთაშორისო სააგენტოების, მათი ოფიციალური პირების და რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემსწავლელი ორგანიზაციების კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმის გამო.
გენერალური პროკურორის მოადგილე ჯონ დემერსმა აღნიშნა, რომ ეს პირები რუსეთის სამხედრო დაზვერვის წევრები იყვნენ და რომ რამდენიმე მათგანმა საზღვარგარეთ იმოგზაურა სხვადასხვა ჰაკერული ოპერაციების განსახორციელებლად.
აღნიშნული ოპერაცია 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მაისამდე გრძელდებოდა.