შეერთებული შტატების ანტისარაკეტო გადამჭერები რუმინეთში განთავსდება. ამსი შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ეს არის იმ გეგმის ნაწილი რომელიც ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე რუმინეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, მას შემდეგ რაც ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ელენ ტოშერს შეხვდა. ანტისარაკეტო გადამჭერები ბულგარეთი საზღვართან ახლოს, დევესელუს ყოფილ საჰაერო ბაზაზე განთავსდება. ბაზაზე ასევე განლაგდება 200 კაციანი ამერიკული სამხედრო შენაერთი, რომელიც, როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა ქვეყნის დაცვას უმაღლეს დონეზე განახორციელებენ. ბაზის ამოქმედება 2015 წლისითვის არის დაგეგმილი.