პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე 9 დღით ადრე, კუბა "ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა" სიაში დააბრუნა.
ეს ნაბიჯი კუბას ახალ სანქციებს უწესებს, რამაც შესაძლოა, არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენს, ჰავანასთან, ობამას ე.წ. განმუხტვის პოლიტიკის გაგრძელება გაურთულოს.
ასევე ნახეთ: არჩევნებში ჩარევის ბრალდებით, ამერიკა 7 უკრაინელ პოლიტიკოსს სანქციებს უწესებსაშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუბა მუდმივად აძლევდა ტერორისტებს თავშესაფარს და სწორედ ამ გზით უჭერდა მხარს საერთაშორისო ტერორიზმს.
”ამ ქმედებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას კუბის მთავრობას და ვუგზავნით მკაფიო გზავნილს: კასტროს რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა” - განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კუბა მხარს უჭერს ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რაც ასევე გახდა მისი ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში ჩასმის მიზეზი.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, აღშფოთებით ეხმაურება წარმომადგენელტა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯფომარე, გრეგორი მიქსი.
Your browser doesn’t support HTML5
მიქსი მოუწოდებს არცეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აღნიშნული გადაწყვეტილება, თანამდებობის დაკავებისთანავე შეცვალოს. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა კუბელი ხალხის მიმართ დამაზიანებელი იყო.