შეერთებული შტატების მიმართ ისმის კრიტიკა მასზედ, რომ წარსულში მან ვერ შესძლო უცხო ხალხების რელიგიურობის გათვალისწინება
დევირინი ანგრეინიმ, შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი სტიპენდიის მიღების შემდეგ, ჯაკარტაში შექმნა სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფების ორგანიზაცია. ის ამბობს, რომ ნიუ იორკში წასვლამდე, ამერიკა მისი საგარეო პოლიტიკის გამო სძულდა.
„მე ვნახე ბევრი ქალი ნიყაბით (ჩადრით), რომლებიც თავისუფლად დადიოდნენ და ლოცულობდნენ, ასევე ვნახე ბევრი მეჩეთი და ვგრძნობ, რომ ისინი, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები, აფასებენ და პატივს სცემენ ერთმანეთს.“
სახელმწიფო დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ აგვისტოს დასაწყისში, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მიერ შექმნილი, სარწმუნოებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ინიციატივის უწყების მეშვეობით დაუკავშირდება ანგრეინის მსგავს უფრო მეტ ადამიანს.
„მე მინდა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროთ რელიგიურ ლიდერებთან და სარწმუნოებაზე დაფუძნებულ თემებთან.“
კერიმ უწყების ხელმძღვანელად, ქრისტიანული ეთიკის პროფესორი შაუნ ქეისი დანიშნა. ქეისის განცხადებით, როგორც კი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, დაიწყებს სარწმუნოებაზე დაფუძნებულ ჯგუფებთან მუშაობას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან გადაიჭრას კონფლიქტები საზღვარგარეთ.
„ჩვენ გვჭირდება პარტნიორული ურთიერთობის დამყარება ასეთი ხასიათის ჯგუფებთან, რათა ვიცოდეთ თუ რას აკეთებენ და რა შედეგებს იწვევენ იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სექტორით, მათი უგულებელყოფა ჩვენთვის საფრთხის შემცველია.“
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა უცხოელ რელიგიურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირს. ამასთან ერთად, ბევრ სარწმუნოებაზე დაფუძნებულ ამერიკული ჯგუფს, რომელიც საზღვარგარეთ ატარებს დახმარების სამუშაოებს და იღწვის რელიგიური თავისუფლებისთვის, სურდა ახალი უწყების შექმნა.
საქმის ასეთი ვითარება აშფოთებს საგარეო ურთიერთობების პროფესორს, მელანი მაკალისტერს.
„საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ორგანიზაციებს, რომელთაც ექნებათ მეტი გავლენა საგარეო პოლიტიკაზე. სახელდობრ, რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც ზუსტად ასე იტყვიან: ჩვენ უნდა ვესაუბროთ რელიგიურ ორგანიზაციებს და ჩვენზე უკეთესად ვინ დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს.“
სახელმწიფო დეპარტამენტის კლასიფიკაციით პალესტინური ჯგუფი ჰამასისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება მას აფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვისთან უნდა დამყარდეს ურთიერთობა,პოლიტიკური იქნება.
„ასე, რომ ბევრი გზაა იმისთვის, რომ რელიგიას განაჩენი გამოუტანონ ისევე როგორც ბევრი გზაა მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად.“
ქეისი ამბობს, რომ არ არსებობს გამონაკლისი რელიგიების სია.
„ჩვენ ყველას დაველაპარაკებით, ვისაც ჩვენთან დალაპარაკების სურვილი ექნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმე უკან გავაბრუნოთ იმის გამო, რომ როგორღაც ისინი აღმოჩნდნენ არარსებულ, წარმოსახვით სიაში.“
ახალი უწყების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან, რომ ომები ერაყში და ავღანეთში გართულდა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შესძლო გაეგო ადგილობრივი რელიგიური ტრადიციები და ვინც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს რელიგიას.