ამერიკაში ლტოლვილების მიღების პოლიტიკა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი თემაა.
ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, სადაც ლტოლვილებს ქვეყანების საზღვრებამდე მისვლა შეუძლიათ, ამერიკაში მათი შერჩევა და ადამიანებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიცემა გრძელი ბიუროკრატიული პროცესია.
რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერების ნაწილი აცხადეენ, რომ ლტოლვილების ამერიკაში შემოშვება ტერორიზმის საფრთხეს გაზრდის.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ ამერიკა საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოში სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისი შეამსუბუქოს.
წელს ამერიკა 85 ათას ლტოლვილს მიიღებს, მომავალ წელს კი ამ რაოდეობას 110 ათასამდე გაზრდის. ეს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელი იქნება.