ავღანეთში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ორშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ავღანეთში უკანასკნელი წლის განმავლობაში, სამხედრო კონტინგენტი ფარულად, 2000 ჯარისკაცით შეამცირა. ოფიციალური ინფორმაციით, დარჩენილი სამხედრო ძალა საკმარისია ავღანეთში მიზნის მისაღწევად.
ამ დროისთვის ვაშინგტონს იქ 12000 ჯარისკაცი ყავს განთავსებული და მათი მიზანი ტერორისტულ დაჯგუფებებთან, „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაა. ამასთან, ამერიკელი სამხედროები წვრთნიან და რჩევებს აძლევენ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც თალიბანს ებრძვიან.
გადაწვეტილების შესახებ განცხადება გენერალმა ოსტინ სკოტ მილერმა, თავდაცვის მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავდაცვის მდივანი ავღანეთს კვირას მოულოდნელად ესტუმრა. ის ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. მარკ ესპერმა უარყო, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ფონს ამზადებდეს, რომ სირიის მსგავსად, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ავღანეთიც დატოვონ.