ამერიკის შვიდ შტატში გადამწყვეტი პრაიმერი ტარდება

დღეს ამერიკის შვიდ შტატში გადამწყვეტი პრაიმერი ტარდება, რამაც შესაძლოა “ჩაის სმის” კონსერვატიული მოძრაობის აქტივისტების მიერ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დამარცხება ცხადყოს.

ყველაზე საინტერესო შეჯიბრი შტატს დელავერში იმართება, სადაც მაიკ კასტელი კრისტინ ოდონელის წინააღმდეგ იბრძვის სენატში იმ ადგილისთვის, რომელიც ერთ დროს ახლანდალ ვიცე პრეზინდეტ ჯო ბაიდენს ეკავა. ოდონელის საარჩევნო კამპანია უფრო აქტიური მას შემდეგ გახდა რაც ალასკის სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ლიზა მარკოვსკი “ჩაის სმის” მოძრაობის წევრის, ჯო მილერის მიერ პრაიმერიში დამარცხდა.

მილერის მსგავსად, ოდონელს მხარს უჭერს ალასკის ყოფილი გუბერნატორი და 2008 წელს რესპუბლიკელების ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პალინი.