ალაბამა და მისისიპი პრაიმერებისთვის ემზადებიან

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლამ ქვეყნის სამხრეთით გადაინაცვლა. სამშაბათს პრაიმერები ალაბამასა და მისისიპის შტატებში გაიმართება. ორშაბთს ხმების მოსაპოვებლად კანდიდატები- მიტ რომნი, რიკ სანტორუმი და ნიუტ გინგრიჩი ამ შტატებში თავიანთ კამპანიებს აწარმოებდნენ. რომნი ალაბამაში ამომრჩევლის წინაშე კომედიანტის, ჯეფ ფოქსვორტის თანხლებით წარსდგა. სანტორუმი და გინგრიჩი კი მისისიპიში ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ. გამოკითხვები ნათელყოფს, რომ სამ კანდიდატს შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართება. ტრადიციულად კონსერვატიული ორივე შტატი მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის.