ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ოთხშაბათს 4 ნოემბერს ჯერ კიდევ უცნობია. საბოლოო შედეგი რამდენიმე შტატის ხმის დათვლის საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული. ამ შტატებში, კოვიდის ინფექციით გამოწვეული ფოსტით დიდი რაოდენობით ხმის მიცემამ დათვლის პროცესი დროში გაწელა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა დემოკრატმა მეტოქე ჯო ბაიდენმა გამარჯვება მოიპოვეს იმ შტატებში, რომლებშიც იმთავითვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.
ასევე ნახეთ: რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის 2020 წლის არჩევნებზეშედეგები ჩრდილოეთ კაროლინის, ჯორჯიის და პენსილვანიის შტატებში, ასევე მიჩიგანში, უისკონსინსა და არიზონაში არ არის დაჯამებული. ყველა ამ შტატში ამომრჩეველმა არჩევანი ზოგჯერ სამშაბათს და ხშირად, წინა კვირების განმავლობაში ადრეული ხმის მიცემის დროს გააკეთა.