4 თვე არჩევნებამდე - იპსოსის კვლევით, ტრამპსა და ბაიდენს შორის რეიტინგში მცირე სხვაობაა

სააგენტო როიტერის დაკვეთით "იპსოსის" მიერ მომზადებული კვლევით ირკვევა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის რეიტინგი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ასევე ნახეთ: ტრამპმა არიზონაში ახალი სასაზღვრო კედლის სიმტკიცე შეაქო

კვლევა 22-23 ივნისს ჩატარდა და გამოკითხულთა დიდ ნაწილს სურს, რომ ჯონ ბოლტონი რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის პოზიციას იკავებდა, კონგრესის წინაშე წარსდგეს და ფიცი დადოს, იმის შესახებ რაც მან წიგნში ამერიკის პრეზიდენტის შესახებ დაწერა.

ბოლტონის წიგნში ერთ-ერთი ნაწილი პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთისათვის სავარაუდო თხოვნას უკავშირდება 2020 ის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში დახმარების შესახებ.

პანდემიის წინააღმდეგ პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს დადებითად აფასებს გამოკითხულ ამერიკელთა 37%, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისტორიაში.

ასევე ნახეთ: ობამამ ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის 7.6 მილიონი დოლარი მოიზიდა

"იპსოსის" მიერ მარტის დასაწყისში ჩატარებული კვლევის დროს, გამოკითხულთა 58% პრეზიდენტის ნაბიჯებს არ იზიარებდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბერში გაიმართება. რესპუბლიკელთა მხრიდან პრეზიდენტობისთვის დონალდ ტრამპი, დემოკრატთა სავარაუდო კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება. "იპსოსის" კვლევის თანახმად არჩევნებამდე 4 თვით ადრე კანდიდატებს შორის სხვაობა მინიმალურია.