პრაიმერის არჩევნები ნიუ-ჰემფშირში

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები ნიუ-ჰემფშირში, პრაიმერისთვის ემზადებიან.

დონალდ ტრამპი, გამოკითხვების უმრავლესობის მიხედვით, მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ ბევრი მისი მეტოქე ცდილობს ტრამპის და აიოვის კოკუსის გამარჯვებულის, ტეხასელი სენატორის ტედ კრუზის მთავარი მეტოქე გახდეს.

ფლორიდის სენატორმა მარკო რუბიომ აიოვაში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ შაბათის სატელევიზიო დებატებში, ნიუ ჯერსის გუბერნატორის, კრის კრისტის თავდასხმების შედეგად, რომელმაც თეთრი სახლისთვის მისი მზადყოფნა ეჭვქვეშ დააყენა, საკუთარი პოზიცია ვერ შეინარჩუნა.

დემოკრატების მხარეს, სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ერთმანეთს მეტოქეობას ხელახლა გაუწევენ.